გუჩმანიძეებს მეცხრე შვილი შეეძინათ

12 სექტემბერი 2017, 00:00 5513 ნახვა

გუჩმანიძეების ოჯახში მე-9 შვილი დაიბადა. ახალშობილი გოგონაა. მედიკოსების ინფორმაციით, მე-9 შვილის დაბადება რეგიონში იშვიათი შემთხვევაა. ახალშობილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გაჩნდა.

ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და ისინი ხელვაჩაურში, მეჯინისწყლის დასახლებაში ცხოვრობენ. ახალშობილი  მეექვსე გოგონაა, მათ ასევე 3 ვაჟი ჰყავთ.

 

 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში