როდის დაიწყება ელექტრონული აუქციონი სარფში?

14 ივნისი 2016, 00:00 3882 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით სარფის პლაჟზე ტერიტორიების მოიჯარეებზე გაცემისთვის ელექტრონული აუქციონი ამ დრომდე არ გამოცხადებულა, რაც ადგილობრივებს ზაფხულის სეზონზე პრობლემებს უქმნის. მიხეილ ბოლქვაძის თქმით, მოიჯარეები ამ დრომდე სეზონის განმავლობაში 2000 ლარს იხდიდნენ, ამ სეზონზე კი თვეში ათას 600 ლარის გადახდა მოუწევთ. მისი თქმით, საკითხი საკრებულომ დაამტკიცა, თუმცა ცვლილებისთვის ნაციონალურ მოძრაობას მხარი არ დაუჭერია. გამგებლის მოადგილის თქმით, ტერიტორიების შეფასებას დამოუკიდებელი აუდიტი აწარმოებდა, აუქციონის გამოცხადებაც სწორედ ამიტომ დაგვიანდა. მისივე თქმით, ელექტრონული აუქციონი 10 დღის ვადაში გამოცხადდება და 1 კვადრატული მეტრის ფასი 8 ლარით განისაზღვრება. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი