ახალი საქართველოს წევრებმა ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლების მოთხოვნით, პროკურატურაში პეტიცია შეიტანეს. განცხადებას ხელს 20-ზე მეტი პოლიტიკური გაერთიანება და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები აწერენ. "ახალი საქართველოს" წევრ პაატა მანჯგალაძის თქმით, ჩხვირკვია უდანაშაულოა და ბრალს უკანონოდ იხდის.
„შემოვიტანეთ პეტიცია, ჩვენი და საზოგადოების აზრით უკანონო პატიმრის ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლების თაობაზე. მას ბრალი ბათუმში არეულობის ორგანიზებაში ედება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატების და საზოგადოების შეფასებით ირაკლის აღნიშნულის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია“ - განაცხადა "ახალი საქართველოს" წევრმა.
ირაკლი ჩხვირკიას ბრალი ბათუმში 11-12 მარტს მომხდარი არეულობის ორგანიზებაში ედება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს.