საკონსტიტუციო სასამართლო ყოფილი მოსამართლეების სარჩელს განიხილავს

14 ივნისი 2016, 00:00 2345 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს 3 ყოფილი მოსამართლის სარჩელს განიხილავს-საქმე ეხება იმ მოსამართლეებს, რომლებმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს, თუმცა კონკრეტულ თანამდებობებზე ვერ დაინიშნენ. დავის საგანი კი ზოგადად სასამართლოების შესახებ კანონის ნორმატიული შინაარსია, რომელიც არ ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს უმაღლესი საბჭოს მხრიდან დასაბუთებას, თუ რა პრიორიტეტით შეარჩიეს კანდიდატურები. საიას იურისტების თქმით, ის ფაქტი რომ მოსარჩელე მხარეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვს, ამით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1 პუნქტი ირღვევა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი