ფოკლორის ფესტივალის  დასკვნითი დღე 

03 სექტემბერი 2017, 00:00 2141 ნახვა

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. გალა-კონცერტს “ბლექ სი არენამ” უმასპინძლა. ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა და მასში 7 ქვეყანა მონაწილეობდა. დასკვნით კონცერტზე მაყურებლის წინაშე: ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ.

მათ თავიანთი ქვეყნის ტრადიციული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები შეასრულეს. კონცერტის ბოლოს შესრულდა ქართული და ესპანური ფოლკლორული დუეტი. წელს ფესტივალს გასულ წელთან შედარებით გაცილებით მეტი მონაწილე ჰყავდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი