ბათუმი  “ღამის სერენადებს” უმასპინძლებს

25 აგვისტო 2017, 00:00 2851 ნახვა

კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები ბათუმში. უკვე მეცხრედ ქალაქი “ღამის სერენადებს” მასპინძლობს. ბათუმში იმყოფება ლეგენდარული ქართველი მევიოლინე და ფესტივალის დამფუძნებელი ლიანა ისაკაძე, რომელმაც პირველი რეპეტიცია სხვა მუსიკოსებთან ერთად დღეს გამართა. უცხოელ სტუმრებთან ერთად ''ღამის სერენადების''სტუმარია ბათუმელი დირიჟორი დავით მუქერია.

წლევანდელ ღონისძიებაზეც დაუკრავს ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლი-ორკესტრი ''ვირტუოზები'', რომლის შემადგენლობაშიც არიან ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. ფესტივალის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე  მსმენელის წინაშე სოლისტისა და დირიჟორის ამპლუაში წარსდგება. ერთ-ერთი საღამო კი ჯაზს დაეთმობა, სადაც ცნობილი მუსიკოსი კომპოზიციებს მეუღლესთან ერთად შეასრულებს. სამ საფესტივალო საღამოს ზღვისპირა ქალაქი ხვალიდან უმასპინძლებს, დასკვნითი გალა-კონცერტი კი 31 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის თეატრში ჩატარდება.    

ამავე კატეგორიაში