ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა და 42 დაშავდა. ,,როიტერის" ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის განყოფილებასთან ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბი ააფეთქა.
დაღუპულთა შორის ორი ქალი, ორი სამხედრო და ერთი ბავშვია. ექიმების ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა ,,თალიბანმა" აიღო.