ვერტმფრენებმა დილით მუშაობა განაახლეს

23 აგვისტო 2017, 00:00 1948 ნახვა

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარებას კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა სთავაზობს. აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელორუსის გარდა, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მონაწილეობენ, ქართული მხარის დასახმარებლად მზადყოფნას გერმანია, რუმინეთი და საბერძნეთი აცხადებს.

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ცეცხლს  6-ი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ებრძვის. აქედან ორი ქართული, ორი თურქული ერთი აზერბაიჯანული, და ერთიც ბელარუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენია. ბელორუსიდან გამოგზავნილი МИ-26 კოპიტნარში დაშვების შედმეგ სალიკვიდაციო ზონაში გაემგზავრა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი