ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა სრულად არის მობილიზებული საუბარია 15 ერთეულ სატუმბზე, ორ ლაფეტზე, 10 ერთეულ მძიმე და მსუბუქ ტექნიკაზე. ადგილზე საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. როგორც იცით, არჯევანის ტყიდან თროთის მთამდე დამატებით 3 კილომეტრიანი გზა გაიჭრა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამი დღის განმავლობაში, ცეცხლმა დაახლოებით 12 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა