მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

18 აგვისტო 2017, 00:00 2394 ნახვა

პაკისტანელი უფლებადამცველი მალალა იუსაფზაი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ახალგაზრდამ გამოსაშვები გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ ,,ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა. ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი ფილოსოფიას, პოლიტიკასა და ეკონომიკას ოქსფორდის კოლეჯ ლედი-მარგარეტ ჰოლში შეისწავლის.

იუსაფზაი იმავე საგნებს ისწავლის, რაც პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენაზირ ბჰუტომ თავის დროზე ამავე კოლეჯში სწავლისას გაიარა. მალალა იუსაფზაი საზოგადოებისთვის ცნობილი 11 წლის ასაკში გახდა, როდესაც ,,ბიბისისთვის" ურდუს ენაზე, თალიბების მმართველობის შესახებ დღიურების წარმოება დაიწყო. 2012 წლის ოქტომბერში თალიბები უფლებადამცველს თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. იგი ბრიტანეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს, რის შემდეგაც პაკისტანში საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი