“ხიდი” - ფილმის გადაღებები

17 აგვისტო 2017, 00:00 5336 ნახვა

“ხიდი”-ასე ჰქვია ფილმს რომლის გადაღებებიც სექტემბერში დაიწყება. პირველი ქართულ-თურქული მხატვრული ფილმის გადაღებები ბათუმში, თბილისსა და სტამბოლშია დაგეგმილი. ხვალიდან რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი ხელვაჩაურში იმ ტერიტორიებს მოინახულებს სადაც ფილმისთვის რამდენიმე სიუჟეტს გადაიღებენ.

ისტორიულ- დრამაში ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე,ზურაბ ცინცქილაძე, დავით დვალიშვილი, ლალი ბადურაშვილი და ცნობილი თურქი მსახიობი მურად ილდირიმი ითამაშებენ. ფილმის ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი ლარია. “ხიდი”-ს გადაღება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში