ყაზახი მედიკოსები საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეცნობიან. ყაზახეთის რესპუბლიკის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა დეტალური ინფორმაცია ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიღეს.
ისინი ადგილზე პაციენტების მომსახურებისა და მათთვის აღნიშნული სერვისების მიწოდების პროცესებს ეცნობიან. 1 იანვრიდან ყაზახეთის რესპუბლიკა ახალი სადაზღვევო პროგრამის ამოქმედებას გეგმავს, საქართველოს პრაქტიკას კი ამ მიმართულებით საკუთარ ქვეყანაში დანერგავენ.