შსს-მ წყავროკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

02 აგვისტო 2017, 00:00 2397 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ წყავროკაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი პიროვნება განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი