''შავი ზღვის ჯაზფესტივალი'' დასრულდა

31 ივლისი 2017, 00:00 2192 ნახვა

რიგით მეთერთმეტე ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი დასრულდა. დასკვით კონცერტზე მაყურებლის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსი ჯოს სტოუნი წარსდგა. თითქმის 2 საათიან პროგრამაში იყო სხვადასხვა ალბომიდან კომპოზიციები.  გრემის ლაურეატ მომღერალს სამსახობო კარიერაც აქვს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის 14 მილიონი ალბომია გაყიდული.

კონცერტის ფინალულ ნაწილში, ჯოს სტოუნმა ბოლო სიმღერა მზესუმზირის თაიგულით შეარულა, ყვავილები კი რამდენიმე იღბლიან მაყურებელს მომღერლისგან საჩუქრად ერგო. ჯოს სტოუნი ბათუმს დღეს დატოვებს, ორგანიზატორების განცხადებით, მანამდე ის დუეტის ჩაწერას გეგმავს ქართულ ბენდთან ''სალიო'', პარალელურად მომღერლის შემოქმედებითი ჯგუფ ვიდეო-რგოლსაც გადაიღებს. ადგილობრივ შემსრულებელთან ერთობლივი პროექტის მომზადება ჯოს სტოუნის ტურნეს ნაწილია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი