ჯოს სტოუნი შავი ზღვის ჯაზფესტივალს დახურავს

30 ივლისი 2017, 00:00 3044 ნახვა

პოპულარული ბრიტანელი შემსრულებელი   ჯოს სტოუნი უკვე ბათუმშია. ჯოს სტოუნი  ჯაზფესტივალის დასკვნით საღამოზე მსმენელის წინაშე წარსდგება. ის ძველი და ახალი ალბომებიდან მელომანებისთვის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.29 წლის მომღერალს კარიერის განმავლობაში 14 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ჯოს სტოუნის ლაივშესრულებები  განსაკუთრებით საინტერესოა. ის მსმენელს, პოპულარული სიმღერების არაჩვეულებრივ ქავერებს სთავაზობს.

რიგით მე-11 ჯაზფესტივალი 27 ივლისს გაიხსნა და დღეს დასრულდება. მელომანებისთვის კონცერტი ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა ჯემიროქვაიმ გამართა. მსმენელის წინაშე ჯაზ-რეპისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ამერიკული ტრიო “დე ლა სოული” გუშინ წარსდგა.

ჯოს სტოუნის კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დღეს გაიმართება.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი