მესამე დღეა ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, დღეს მსმენელის წინაშე ჯაზ-რეპისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ამერიკული ტრიო “დე ლა სოული” წარსდგება, გუშინ კი მელომანებისთვის კონცერტი ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა ჯემიროქვაიმ გამართა.
შოუს სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ადევნებდნენ თვალს.