პრეზიდენტი სტოლტენბერგს და ტუსკს შეხვდება

08 ივნისი 2016, 00:00 3904 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელს ეწვევა. დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან. ბრიუსელში პრეზიდენტი სტრასბურგიდან გადავა, სადაც სამუშაო ვიზიტით 6--7 ივნისს იმყოფებოდა. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი ასევე ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა.

ამავე კატეგორიაში