ფიროსმანისა და გუდიაშვილის ტილოები ,,სოტბის" აუქციონზე გაიყიდა

07 ივნისი 2016, 00:00 3178 ნახვა

ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო „შველი წყლის პირას“ 629 ათას ფუნტად, ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებული ნიკო ფიროსმანის პორტრეტი „ჩვენი ნიკო“ კი 75 ათას ფუნტად გაიყიდა. ინფორმაციას „სოტბის“ აუქციონის სახლი ავრცელებს. ”შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი იყო, ”ჩვენი ნიკოსი“ კი 4 ათასი ფუნტი. "სოტბის" ვებ-გვერდზე არ არის აღნიშნული, თუ ვინ შეიძინა ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი მხატვრის ტილო „სოტბის“ აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში იყო წარმოდგენილი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, ქართველი ავტორების რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციიდან სხვა სექციაში სწრაფად გადასატანად მუშაობა გრძელდება, ცვლილება საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პროცესია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი