გამოძიება ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე

25 ივლისი 2017, 00:00 3655 ნახვა

საქმე ფულის გამოძალვაზე. ტურისტები ყვებიან, რომ ბათუმში ღამის კლუბში შეუსაბამოდ დიდი თანხა გადაახდევინეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა პოლიციაში მსგავსი არაერთი საქმე დევს.

ბათუმში ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ომანის მოქალაქეების გამოკითხვა გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. როგორც ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, თარჯიმნის პრობლემა შეიქმნა, რადგან ტურისტები ცუდად ფლობენ არაბულსა და ინგლისურს, ამიტომ დაკითხვის პროცესი გაჭიანურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 181-ე, გამოძალვის მუხლით აღძრა. ტურისტებს ამჟამად დაზარალებულების სტატუსი აქვთ. ადვოკატის ინფორმაციით, ერთ-ერთ ღამის კლუბში ტურისტებს ორ ჭიქა კოკტეილში 300 დოლარი გადაახდევინეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი