კომპოზიტორ გოგი ცაბაძის ხსოვნას მიეძღვნა ქობულეთის კულტურის ცენტრში გამართული კონცერტი. დები ჭოხონელიძეების სტუდიის აღსაზრდელებმა საღამოზე ცაბაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფრაგმენტები მინი -სპექტაკლებით გააცოცხლეს.
შესრულდა მუსიკალური ნომრები. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და თანხა ქობულეთის უფლის ამაღლების ტაძარს მოხმარდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            