დაუცველი უსაფრთხოება და დაუცველი მოქალაქეები – რა ხდება მაშინ როდესაც ხანძარ-უსაფრთხოების ნორმები საცხოვრებელ კორპუსებში დარღვეულია.
ახალი რეგულაცია მშენებლებს ნორმების დაცვას ავალდებულებს, თუმცა წესები კვლავ არ ვრცელდება ძველ სახლებზე, სადაც სისტემა დაზიანებულია, ან საერთოდ არ არსებობს. სახანძრო-სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ხშირად საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზები ჩახერგილია, საუბრობენ გამართული სისტემის აუცილებლობაზე.