ყიდულობს თუ არა ცუკერბერგი ინგლისურ საფეხბურთო კლუბს

11 ივლისი 2017, 00:00 2740 ნახვა

 ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბის ''ტოტენჰემ ჰოტსპურის'' ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და ,,ფეისბუქის" მფლობელ მარკ ცუკერბერგთან  მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მანამდე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, თითქოს საფეხბურთო კლუბის ყიდვას "ფეისბუქის" ადმინისტრაცია აპირებდა. პრესაში გავრცელებულ სტატიებში ნათქვამი იყო, რომ ამერიკული საინვესტიციო კომპანია ,,Iconiq Capital" ,,უაიტ ჰარტ ლეინის" სტადიონით იყო დაინტერესებული. გასულ სეზონში ''ტოტენჰემ ჰოტსფურმა'' პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი მოიპოვა. 

კლუბმა 2017 წლის 31 მაისს საბანკო სესხის დასრულების შესახებ განაცხადა. სესხი ლონდონურმა კლუბმა  ახალი სტადიონის ასაშენებლად აიღო. გუნდის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს გულშემატკივრების, დასაქმებულებისა და კლუბის აქციონერთა ინტერესების დაცვის ოპტიმალური ვარიანტი იყო. 

(წყარო: dailymail)

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში