მგზავრობის საფასური

01 ივლისი 2017, 00:00 4116 ნახვა

დღეს ბათუმი-თბილისის მგზავრებმა მატარებლის გაძვირებული ტარიფით იმგზავრეს. კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებლის ბიზნეს - კლასით მგზავრობის ღირებულება, 35-ის ნაცვლად, 99 ლარია,  პირველი კლასის ვაგონით მგზავრობა 25-დან   60 ლარამდე გაიზრდა.

მეორე კლასით მგზავრობა კი   24 ლარია.  ცვლილება ბათუმის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელსაც შეეხო. პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 25-დან 40 ლარამდე მოიმატა, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი, დღის მატარებლის მსგავსად,  18-ის ნაცვლად, 24 ლარია.

  „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მოქალაქეები პირველ ივლისამდე არასეზონური ფასებით, ანუ ფასდაკლებით სარგებლობდენ. ტარიფები ძალაში, სავარაუდოდ, 15 სექტემბრამდე დარჩება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი