ბათუმის მერია “მის და მისტერ პლანეტის” კონკურსისთვის თანხას ითხოვს

27 ივნისი 2017, 00:00 2711 ნახვა

შესაძლოა ბათუმმა კონკურსს “მის და მისტერ პლანეტას” უმასპინძლოს. პროექტის დაფინანსებას მერია გეგმავს და თანხის გამოსაყოფად მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ქალაქის თვითმმართველობა ღონისძიებაზე 61 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს.

მერიის გადაწყვეტილებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ერმაკოვს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებზე მიუთითებს, “თავისუფალი დემოკრატი” ნინო ბერაძე კი მის კომერციულ შინაარსზე საუბრობს და არ აპირებს დაფინანსებას მხარი დაუჭიროს. მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით ჩვენს კითხვებს ხვალ უპასუხებს, მას შემდეგ რაც პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა. მისი ინფორმაციით კონკურსის ორგანიზატორი “მის პლანეტა სქართველოა.”

ამავე კატეგორიაში