თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება

27 ივნისი 2017, 00:00 3593 ნახვა

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები  ოქტომბერი ბოლოს გაიმართება. 


საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დანიშნა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკება შედგა. არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტი კი 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოიცემა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით 4 თვით ადრე პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კალენდარი უკვე იციან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი