საპატრიარქოს მიერ გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერს შესაძლოა ექსპერტიზა ჩაუტარდეს. დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, სრულყოფილი აუდიოჩანაწერის მისაღებად საპატრიარქოში განცხადებას შეიტანენ. მისი ინფორმაციით, შეხვედრას კამერით არ იღებდნენ, თუმცა გააფრთხილეს, რომ შეხვედრა იწერებოდა.