24-25 ივნისს ავიაშოუ ბათუმში

22 ივნისი 2017, 00:00 5053 ნახვა

ფოტოს სოციალურ ქსელში ირაკლი ძნელაძე ავრცელებს

Baltic Bees - ლატვიური კომპანიის კუთვნილი ექვსი თვითმფრინავი L-39 Albatros უკვე საქართველოშია. ისინი ბათუმში 30 წუთიან ავიაშოუს აჩვენებენ. ავიაშოუ „FlyFest Georgia“ კომპანია „სერვისეირის“ ინიციატივით 24-25 ივნისს გაიმართება. ბათუმში დაგეგმილი ავიაშოუსთვის აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო 40 ათას ლარს გამოყოფს. 

L-39 Albatros-სასწავლო-საწვრთნელი და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავია. პირველი გაფრენა შეასრულა 1968 წლის 4 ნოემბერს. მისი სერიული წარმოება მიმდინარეობდა 1999 წლამდე. წარმოებულია 2868 ერთეული. ის დღესდღეობით 30-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებაშია. მას ასევე ხშირად იყენებენ სხვადასხვა ავიაშოუებში

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი