მხარდამჭერი აქციები, პროტესტი, ბრალდებები და დაწყებული გამოძიება. პროკურატურა თანახმაა, სასამართლომ რეპერებს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს და პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
მხარდამჭერები “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავებას ვიდეო - კლიპთან, მოსალოდნელ გათავისუფლებას, კი- ბერა ივანიშვილის მიერ ფეისბუქში დაწერილ სამ მხარდამჭერ სიტყვასთან აკავშირებენ.
პროკურატურის გადაწყვეტილებამდე, განცხადებებს ავრცელებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, გუშინ საღამოს, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, გამოჩნდა ფეისბუქში ბერა ივანიშვილის პოსტი და პრემიერის ფეისბუქ -განცხადება, მანამდე კი მხარდაჭერა რეპერებს მოქალაქეებმა ქვეყნის სამ დიდ ქალაქში გამოუცხადეს.