მოსახლეობა სახლის რეაბილიტაციას ითხოვს

03 ივნისი 2017, 00:00 2278 ნახვა

დაბა ხულოში მრავალბინიანი საცხოვრებლის მცხოვრებლები სახლის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, შენობის ერთი ნაწილი წელს ზამთარში ჩამოიშალა, სახლს დაზიანებული აქვს სახურავიც. აქ სოციალურად დაუცველი ოთხი ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული საცხოვრებლის პროგრამაში ჩასმას ხულოს გამგეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სთხოვს.

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების გადაცემა ბენეფიციართა განცხადებების შესწავლის შემდეგ დაიწყება. პროგრამის მიხედვით 10 ათასი ლარით ის მრავალწევრიანი ოჯახები დაფინანსდებიან, რომლებსაც სიძველისგან დაზიანებული აქვთ საცხოვრებელი სახლი, უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახს, სადაც შშმ პირი ცხოვრობს. პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი23 სოციალურად დაუცველს გადაეცა

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი