ბათუმის მერის გარეშე ჩავლილი შეხედრა, რომელზეც ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე იმსჯელეს. რატომ არ მივიდა სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გიორგი ერმაკოვი? მერიაში გვითხრეს რომ ქალაქში არ იმყოფება. სხდომათა დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ კი ფაქტი საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებად შეაფასა.
მმართველ გუნდს მხოლოდ ნატალია ზოიძე წარმოადგენდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2007 წელს შემუშავებული ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმა ცვლილებებს საჭიროებს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის უფროსმა, ლეილა თუმანიშვილმა დოკუმენტის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ქალაქის დაცვის საშუალებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობაც იძლეოდა.