უფასო გამოკვლევები

01 ივნისი 2017, 00:00 2235 ნახვა
წმინდა მატათა მოციქულის სახელობის სკოლა პანსიონის აღსაზრდელებს უფასო ლაპორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლებები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ. დღის განმავლობაში უფასო კონსულტაციებს მსურველებისთვის პედეატრები და ნეონატორები ჩაატარებენ. დღეს პოსპიტალში მისულ პატარებს სპეციალური გასართობი პროგრამაც შესთავაზეს. დღესვე, ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ტარდება. აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პატარებს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები სხვადასხვა მიმართულებით უტარდებათ.

ამავე კატეგორიაში