აფგან მუხტარლის სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა

01 ივნისი 2017, 00:00 2004 ნახვა

საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის პროკურატურამ სამი მუხლით წაუყენა ბრალი - კონტრაბანდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 30 მაისს გაუჩინარდა. მ

ოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი