ე.წ. “ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განმარტებით, სასამართლო პროცესი ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო. მიხეილ რამიშვილის თქმით, სახაზინო ადვოკატები სრულყოფილად არ იცნობენ საქმეს და პროცესის გადადება სწორედ ამ მიზეზით მოითხოვეს. ე. წ ციანიდის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს გაგრძელდება.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
დღეს სასამართლო პროცესზე სახალხო დამცველი არ დაუშვეს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დახურული სხოდმების მიუხედავად სახახლო დამცველს პროეცესზე დასწრების უფლება უნდა ჰქონდეს.