ჩინური ენის სწავლება ბათუმში

28 მაისი 2017, 00:00 4834 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინურ ენას უკვე ერთი წელია ასწავლიან. ჯგუფში ჯერჯერობით 5 სტუდენტია. ისინი ენასთან ერთად, ჩინეთის კულტურას, ტრადიციებს და   ისტორიას ეცნობიან.

ჩინური ენის სწავლება საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს "ჩინური ენის პრაქტიკული კურსისა" და აუდიომასალის გამოყენებით მიმდინარეობს. კურსი  როგორც სასაუბრო ნაწილის, ასევე იეროგლიფების შესწავლას ითვალისწინებს. ჯგუფს  მოწვეული პედაგოგი ხელმძღვანელობს, რომელიც ჩინეთში ხუნანის უნივერსიტეტში სწავლობდა.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი