სასამართლომ ძალადობისა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

25 ოქტომბერი 2025, 10:25 138 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობისა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ თამარ ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3 300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე