თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამემდე გრძელდებოდა აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები. სასამართლომ „გზის გადაკეტვისა“ და სხვა ადმინისტრაციული გადაცდომების საფუძვლით დაკავებული 17 დემონსტრანტის საქმე განიხილა და 11 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა, ექვსი დაკავებულის პროცესი გადაიდო.
მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა აქტივისტ შაკო ბაღდოშვილს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე
