დაკავებები გზის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით

23 ოქტომბერი 2025, 17:58 128 ნახვა

დაკავებები გზის უკანონოდ გადაკეტვის საქმეზე  - თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

აფგან სადიგოვს შსს 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. 

64 წლის ლია მუშკუდიანი, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას თქმით, მან ლია მუშკუდიანის ასაკი გაითვალისწინა და მას 3 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

პრემიერის განცხადებით, პროტესტი არ არსებობს და  აქციები „უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქციაა“. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე