პოლიტიკურ პარტიებში კვლავ დაპირისპირების საგანია 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების საკითხი.
''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ მოწოდებები თავიდანვე იყო ძალადობრივი და პასუხისმგებლობაც, მათი თქმით, აქციის ყველა მონაწილეს თანაბრად ეკისრება.
გახარიას პარტიის წევრები პასუხისმგებლობას სრულად ნაციონალურ მოძრაობას აკისრებენ, რასაც ოპოზიციური პარტია არ ეთანხმება და აცხადებენ, რომ აქციის დროს ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე