ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

08 ოქტომბერი 2025, 11:02 110 ნახვა

ხუთი ევროპარლამენტარი  საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ავტორები ევროკავშირს პირადი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებენ, რომ  მიიღონ დაუყოვნებელი ზომები და შემოიღონ პირადი სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპელი კანონმდებლების თქმით,  პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლაზე. 

განცხადებაში 4 ოქტომბრის არჩევნებზეც არის ყურადღება გამახვილებული.

ევროპარლამენტარების შეფასებით ადგილობრივი არჩევნები „შეზღუდულ გარემოში ჩატარდა. მიზეზად დასახელებულია “ქართული ოცნების” მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე რეპრესიები. ევროპარლამენტარები ასევე, შეშფოთებას გამოთქვამენ არჩევნების შემდეგ ქუჩებში ძალადობრივი შეტაკებების გამო და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. 

ასევე უარყოფით ფაქტორად ასახელებენ „ქართული ოცნების'' მხრიდან ოპოზიციის აკრძალვის დაანონსებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე