არჩევნების პირველადი შედეგებით, ყველა მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" იმარჯვებს. ცესკოს ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ ხმათა 80.79 პროცენტი მიიღო.
რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ.
კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ბათუმში მერის არჩევნებში, მოქალაქეთა ხმების 80.616% (42 815 ხმა) გიორგი ცინცაძემ მიიღო.
რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქის მერი, ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, დავით ერემეიშვილი იქნება. მან ხმების 85.649% (37 635 ხმა) მიიღო.
ფოთში მერის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იყრიდა კენჭს. მან, ცესკოს მონაცემების მიხედვით, ხმების 100% (14 431 ხმა) მიიღო.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გახდა, მან ხმების 91.933% (30 962 ხმა) მიიღო.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მერის არჩევნებში 71.58%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა და მან 214 872 ხმა მიიღო.
3061 უბნიდან დათვლილია 2 283 უბნის მონაცემები. არჩევნებზე ჯამში 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა. ადგილობრივ არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე