ამ დროის მონაცემებით ქობულეთში 24 734 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 37,2% შეადგენს. როგორც 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, ოლქში ჯერჯერობით დარღვევებზე ინფორმაცია არ შესულა და არც უბანზე არ დაწერილა საჩივრები.
ქობულეთში სულ 57-საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 66 376 შეადგენს. გადასატანი ყუთების რაოდენობა 1410-ია მუნიციპალიტეტში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემა 56-საარჩევნო უბანზეა შესაძლებელი, რაც შეეხება ტრადიციული წესით ხმის მიცემას (ელექტრონული ტექნოლოგიის გარეშე)ეს სოფელ აჭშის 26-ე უბანზეა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე