"გახარია-საქართველოსთვის" ნინოწმინდის საკრებულოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, სოფიკო ნიქაცაძემ, თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც არიან მეორე, მესამე და მეოთხე ნომრები, პარტია დატოვა. ამის შესახებ ნიქაცაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"პარტია "გახარია-საქართველოსთვის" ნინოწმინდის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი სოფიკო ნიქაცაძე, ჩემს თანაგუნდელებთან არტურ ტონაკანიანთან, ნიკოლაი სუხარუკოვთან და ვლადისლავ ანანიკიანთან ერთად, რომლებიც არიან მეორე, მესამე და მეოთხე ნომრები, ვუერთდებით "ლელოს" იმ წევრებს, რომლებმაც გაბედეს და დატოვეს თავისი პარტია იმის გამო, რომ მისი ლიდერები ძალადობას უჭერენ მხარს.
ვტოვებთ გახარიას პარტიას, რომლის ხელმძღვანელებიც მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად საუბრობენ, ჩართულები არიან ძალადობრივ გეგმებში და სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ", - წერს სოფო ნიქაცაძე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე