ჩვენ ვნახეთ ევროპის ქვეყნებიდან დამკვირვებლები და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ სჯობს მათ გააკეთონ განმარტებები, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს საერთაშორისო დამკვირვებლები არ არიან დემოკრატიული ქვეყნებიდან ჩამოსული და რომ მათი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშაა.
„საქართველოში არიან უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ყველას ვისაც აქვს ინტერესი, აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს საქართველოში საარჩევნო პროცესს. უცხოელი დამკვირვებლები არიან ყველა ქვეყნიდან, საიდანაც ინტერესი გამოიხატა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების. მე არ ვიცი, ვის რა შეფასება აქვს დემოკრატიის, თუმცა ჩვენ ვნახეთ ევროპის ქვეყნებიდან დამკვირვებლები და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ სჯობს მათ გააკეთონ განმარტებები“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ეს არჩევნები და ზოგადად არჩევნები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.
„ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეები და გადაწყვეტილებას იღებენ თუ ვინ უნდა მართოს ქალაქი, სოფელი და ქვეყანა. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება უცხოეთის რეაქციებს, ყველა ვინც პატივს სცემს დემოკრატიას, პირველ რიგში პატივი უნდა სცეს სწორედ ხალხის არჩევანს და მე მოველი, რომ იმ ქვეყნებს და განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენ გვინდა ინტეგრაცია და ასოცირება, ისინი პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა, ვინც დემოკრატიას სცემს პატივს, პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს.
„არჩევნები მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. არჩევნებში მონაწილეობას და გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეები იღებენ, თუ ვინ უნდა მართოს ქალაქი, სოფელი და ქვეყანა. რაც შეეხება უცხოეთის რეაქციებს, ყველა, ვინც დემოკრატიას პატივს სცემს, პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს და ველოდები, რომ ის ქვეყნები, სადაც ჩვენ ინტეგრაცია და ასოცირება გვინდა, ვგულისხმობ დასავლეთის ქვეყნებს, პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე