დარწმუნებული ვარ, ექვსივე მუნიციპლიტეტში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი რეგიონის განვითარებას - სულხან თამაზაშვილი

04 ოქტომბერი 2025, 09:56 1044 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილმა სოფელ სამებაში 29-ე უბანზე, მეუღლესთან ერთად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, არჩევანი განვითარების, სტაბილურობის და მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა.

"არჩევანი გავაკეთე განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ექვსივე მუნიციპლიტეტში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი რეგიონის განვითარებას", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე