თვითმართველობის არჩევნები 2025 - ხელვაჩაური

04 ოქტომბერი 2025, 09:12 195 ნახვა

ხელვაჩაურის 41-ვე უბანზე ხმის მიცემის პროცესი ზუსტად რვა საათზე დაიწყო. აქ ამომრჩეველმა არჩევანი მერობის ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ეს არის “ ქართული ოცნებიდან” ზაზა დიასამიძე, მოქმედი მერი და ასევე “ ძლიერი საქართველო ლელო”- სა და “ გახარია საქართველოსთვის” შეთანხმებული, საერთო კანდიდატი ბადრი მამულაძე.

დღესვე ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელვაჩაურში აირჩევენ საკრებულოს ახალ შემადგენლობას. 26 წევრიან საკრებულოში 11 მაჟორიტარი იქნება. არჩევნებში აქ ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩევლები აცხადებენ, რომ ისინი ხმას მშვიდობას, სტაბილურობას და ქვეყნის განვითარებას აძლევენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე