სხდომა ზვიად რატიანის საქმეზე

02 ოქტომბერი 2025, 19:54 61 ნახვა

ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოეტის დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული რატიანი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.

რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მოქნეულ ხელს არ გამოუწვევია იმ ტიპის ტკივილი, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ხარისხს მიაღწევდა და ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ დევს საქმეში.

ზვიად რატიანს პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას  4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე