გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეხვდა.
შეხვედრისას მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული კავშირები ინტენსიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კოლეგებთან შეხვედრის პარალელურად, თემატურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა 30 წლის წინ, პეკინის დეკლარაციამდე სამოქმედო პლატფორმის მიერ მსოფლიოსთვის გარდამტეხ გზებზე ისაუბრა, აღნიშნა რომ პროცესმა ქალთა და გოგონათა თანასწორობისა და ღირსების და შესაძლებლობის თვალსაზრისით გზა გაკვალა.
ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და ასევე იმ გამოწვევებზე , რომელიც კვლავ არსებობს ქალთა გაძლიერების კუთხით.
მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა , რომ მშვიდობის დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშაა, ქალები და გოგონები ზარალდებიან კონფლიქტით ძალადობის, პასუხისმგებლობის შეზღუდვისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო და სამწუხაროდ საქართველოც არ არის დაცული, საქართველო კვლავ სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის მიმდინარე ოკუპაციის გამო.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე