''ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მზადება ისევ შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი ისტორიულია და კარგად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი გუნდის დამხმარე რგოლია და რეალურად მათი გაუქმება არ სურთ.
რაც შეეხება თავად ნაციონალურ მოძრობას, აქ აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სამომავლოდ სხვა პარტიების აკრძალვაც დადგება დღის წესრიგში.
შეგახსენებთ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისიის დასკვნის საფუძველზე იურისტთა ჯგუფი მოამზადებს დოკუმენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე