ინდოეთში პოლიტიკურ მიტინგზე ჭყლეტა მოხდა

29 სექტემბერი 2025, 13:01 144 ნახვა

ინდოეთში წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ჭყლეტის მთავარ მიზეზად ქალაქ კარურში გამართულ პოლიტიკურ შეხვედრაზე ტამილელი მსახიობისა და პოლიტიკოსის ვიჯაის დაგვიანებით მისვლა სახელდება.

ჭყლეტის მიზეზების გამოსაძიებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური კომისია შექმნა.  პოლიციამ ასევე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ვიჯაის პარტიის ლიდერების წინააღმდეგ. 

ვიჯაიმ, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში ტამილის კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო, გასულ წელს თავისი პარტიის დაარსების შემდეგ უამრავი მხარდამჭერი მიიზიდა. არჩევნები მომავალი წლის დასაწყისშია ჩანიშნული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე