შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი ,,ბათუმური რაფსოდია" დასრულდა. დასკვნით საღამოზე ბათუმის დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე წარსდგნენ - მეთიუ აბელი, ვალენტინ პეიტჩინოვი და მარჩელო ალვარესი. რამდენიმესაათიანი პროგრამა ანშლაგით დასრულდა და ფესტივალი მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობა.
ზღვისპირა ქალაქში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყო, ფესტივალის მიზანია მსოფლიოში საუკეთესო ვოკალური ნიჭის გამოვლენა, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და საერთაშორისო სცენისკენ მათი პროფესიული გზის გახსნა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე